შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო

 

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს  საქმიანობის უმთავარესი მიზანი ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიების განვითარების ხელშეწყობაა.  ბაზრის პროფესიონალებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს პროფესიული  სერტიფიცირების პროგრამებს. 

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში, ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-ის  მოთხოვნების შესაბამისად, აკრედიტაციის მოწმობა №GAC-PC-0010.

2013 წლის 6 აგვისტოს სერტიფიკაციის ორგანომ პირველად გაიარა აკრედიტაცია  საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 - “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების შესაბამისად.

პროფესიული  სერტიფიკაციის პროგრამების სრულფასოვანი განხორცილებისთვის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით  და აქვს ერთდროულად 20 მონაწილის მომსახურების საშუალება.

ჩვენთან სერტიფიცირებული პირები წარმატებით საქმიანობენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, კომერციული ბანკებში, საფინანსო, სადაზღვევო, აუდიტორულ, საბროკერო და საამზომველო კომპანიებში.

სსტ ისო/იეკ 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად  შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის იცავს  მიუკერძოებლობის  პრინციპს. კერძოდ:

მუდმივად ხორციელდება შესაძლო საფრთხეების ანალიზი, რომლებმაც შეიძლება ხელი შუშალოს მომსახურების მოუკერძლოებლობას. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება საკითხის განხილვა და  პრობლემის გადაწყვეტას;

სერტიფიკაციის საქმიანობაში ჩართული პერსონალი ვალდებულია აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებული  პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და არ მიიღოს მონაწილეობა იმ პირთა სერტიფიკაციის პროცესში რომლებთანაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი;

სერტიფიკაციის ორგანო აკონტროლებს თანამშრომლების პირად დაინტერესებას სერტიფიკაციის პროცესის დროს  და არ დაუშვებს რაიმე სახის გავლენას გადაწყვეტილების მეღებისას;

სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომლები 2 წლის განმავლობაში არ იღებენ მონაწილეობას იმ პირთა სერტიფიკაციის პროცესში, რომლებსაც ჩაუტარეს ტრეინინგები ან გაუწიეს კონსულტაცია. 

გამორიცხულია სერტიფიკაციის განხორციელება კომერციული, ფინანსური ან სხვა რაიმე სახის ინტერესის სანაცვლოდ;

სერტიფიკაციის ორგანო არ სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას მაძიებლებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე სერტიფიკაციის ნებისმიერ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებისას. 

სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომლები იღებენ ვალდებულებას, გაემიჯნონ ნებისმიერ კომერციულ ან ფინანსურ ინტერესს, ან სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევ ფაქტორებს, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მიუკერძოებლობაზე.  

სერტიფიკაციის ორგანო განიხილავს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს. საჩივრის მიღებისას სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას და შემოწმებას. საჩივრის განხილვაში არ მონაწილეობენ ის პირები, რომელთა საქმიანობასაც უკავშირდება საჩივრის საგანი. საჩივარი მიიღება სიტყვიერი და წერილობითი სახით.

წერილობითი საჩივარი განხილება მიღებიდან 10 დღის განმავლობაში;

განხილვის მსვლელობა და შედეგები დოკუმენტირდება ოქმის სახით;

განხილვის შედეგების შესაბამისად ხორციელდება მაკორექტირებელი ქმედებები.      საჩივრის განხილვის შედეგის თაობაზე  აუცილებლად ხდება  მომჩივანის ინფორმირება.

საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანო, განიხილავს სერტიფიცირებული სპეციალისტების მიმართ არსებულ საჩივრებს.

საჩივრის განხილვის პროცესი აღწერილია სერტიფიკაციის სქემებში - სერტიფიცირებული პირის პასუხისმგებლობა.

საჩივრის მიღებისას აუცილებელია სერტიფიცირებული პირის ინფორმირება მის მიმართ არსებული საჩივრის თაობაზე.

 

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია